წარმოგიდგენთ კონფერენციის „ჰომოფობიით მანიპულირება: პოპულიზმი, საზოგადოება და ქვიარ წინააღმდეგობა საქართველოში“ მესამე პანელის ჩანაწერს.
„სამომავლო სტრატეგიების ძიება: რატომ გვჭირდება ინტერსექციური ფემინიზმი?“
მონაწილეები
საუბრობენ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენთვის ინტერსექციური ფემინიზმი ჩვენს კონტექსტში,
როგორ დავინახოთ არსებული ჩაგვრების თანაკვეთები და საერთო სათქმელები; იმ რეალობაში,
სადაც უფრო მეტი რესურსი მიაქვს თავდაცვას, ვიდრე მობილიზაციასა და სოლიდარობას, ესმის
თუ არა საერთოდ ვინმეს ჩვენი ბრაზი და როგორია ეს ჩვენი ბრაზი.
მოდერატორი: მარიამ ჭანჭალეიშვილი
მომხსენებლები: ალა პარუნოვა, სალომე ჩაგელიშვილი