პანელი ფემინისტური თეორიისა და გენდერის კვლევების ინსტიტუციონალიზების ისტორიასა და დღევანდელ კონტექსტს ეძღვნება. პანელის მონაწილეები აუდიტორიასთან ერთად იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე: რა როლი შეასრულა ქალთა და გენდერის კვლევების აკადემიური დეპარტამენტების ინსტიტუციონალიზებამ გლობალურად? რა წინაპირობები და შედეგები ჰქონდა ამ პროცესს? რა მიმართებები არსებობს აკადემიურ ფემინისტურ/ქვიარ ცოდნასა და ფემინისტურ/ქვიარ პოლიტიკას შორის? რა სტატუსი აქვს ქალთა, ფემინისტურ, გენდერის და ქვიარ კვლევებს შიდააკადემიურ იერარქიებში – ხომ არ რჩება ის დღემდე ცოდნის გეტოდ, რომელიც მარგინალიზებულია უფრო ტრადიციული დისციპლინებისგან? როგორ კონტექსტში დაიწყო გენდერის კვლევის პროგრამის განვითარება 2005 წელს საქართველოში? როგორ შეიცვალა კონტექსტი მას შემდეგ და როგორ ვხედავთ დღევანდელ საქართველოში ასეთი ინსტიტუტების პერსპექტივას?