search close

ანტი-გენდერული ნარატივები პოპულიზმის, კაპიტალის და ავტორიტარული მმართველობის სამსახურში

1 ოქტომბერი 2024

ბოლო ათეული წლებია მსოფლიოში სულ უფრო ძლიერდება ანტი-დემოკრატიული, ანტი-ლიბერალური და ანტი-გენდერული იდეოლოგიური მოძრაობების და ახლა უკვე მმართველობების დომინაცია (ე.წ. ანტი-გენდერული შემობრუნება). ეს ტალღა, სხვადასხვა ქვეყნის კონტექსტში სხვადასხვა სიმძლავრით იკიდებს ფეხს, თუმცა მათთვის საერთოა რიტორიკა, რომლის ცენტრშიც გენდერის, სექსუალობისა ან/და მიგრაციის პოლიტიკის საკითხები თავსდება და ეგზისტენციალურ მნიშვნელობებად ითარგმნება. თუმცა, თუ გლობალურად ამგვარი განვითარება ახერხებს „დემოკრატიულ მმართველობასთან“ შეზრდას ან მასთან - რთულად, მაგრამ მაინც - თანაარსებობას, პოსტსაბჭოთა სივრცეში ის მმართველობის საფუძველია დემოკრატიის შეზღუდვის სუვერენულობასთან დაკავშირებული, ანტი-იმპერიალისტური და დეკოლონიური არგუმენტების ხარჯზე.


ფემინისტური ფორუმის პირველ პანელურ დისკუსიაში, მომხსენებლები ყურადღებას გაამახვილებენ ამ ანტი-გენდერული ბრუნის გლობალურ სახეზე, მის ფორმებსა და პოლიტტექნოლოგიურ რიტორიკაზე, ისევე როგორც, მისთვის ნიადაგის შემქმნელ შესაძლო ფაქტორებზე, რესურსების არათანაბარ გადანაწილებაზე, გლობალურ/ადგილობრივ უსამართლობებსა და კეთილდღეობის პირობების მოშლაზე, რამაც ამგვარი ანტი-დემოკრატიული აღმასვლები შესაძლებელი, და გარდაუვალიც კი გახადა.


მოდერატორი: ლიკა ჯალაღანია

მომხსენებლები: ნარგიზა არჯევანიძე, თამარ ცხადაძე, თამთა მიქელაძე