პოსტსაბჭოთა საქართველოს საპროტესტო გამოსვლებისა და პროტესტის ძალადობრივი თუ არა ძალადობრივი ფორმებით გამოხატვის საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს. თუმცა, თუ ბოლო დეკადას არ გავითვალისწინებთ, კოლექტიურ მეხსიერებას ძირითადად მასშტაბური, პოლიტიკური ხასიათის პროტესტები შემორჩა, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებას ისახავდა მიზნად.
სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პროტესტებს არ აქვს პოლიტიკურ კრიზისში გადაზრდის პოტენციალი, ის უინტერესო ხდება პოლიტიკური ელიტისა და მედიის დიდი ნაწილისთვის. ქვეყანაში მზარდი სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის პირობებში სოციალური პროტესტები სულ უფრო და უფრო მასშტაბური, ორგანიზებული და მრავალფეროვანი ხდება.
მოახლოებული არჩევნების ფონზე, რომელიც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ფლანგმა უკვე მონათლა როგორც „ქართველი ხალხის ეგზისტენციური არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის“, უკვე ჩანს იმის ნიშნები, რომ პროტესტში ჩართული მოქალაქეებისა და ინტერესთა ჯგუფების რეალური წუხილები, რომელიც ცალკეული ჯგუფების მარგინალიზებას, სოციალურ თუ ეკონომიკურ უთანასწორობას ეხება, შესაძლოა კვლავ გადაიფაროს „უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით“ და სისტემური ცვლილების ნაცვლად, არსებული ხელისუფლების სხვა, დასავლეთისადმი უფრო ლოიალური პოლიტიკური ძალით ჩანაცვლება მივიღოთ.
პანელური დისკუსიის ფარგლებში, მკვლევარებთან ლელა გაფრინდაშვილთან, ქეთი სართანიასა და თამარ ქებურიასთან ერთად ვისაუბრებთ ერთი მხრივ, სოციალური პროტესტებისა და წინააღმდეგობების იმ არსებულ გამოცდილებაზე, რომელიც ბოლო 30 წელში დაგროვდა და მეორე მხრივ, სტრატეგიებზე, რომლითაც სისტემა უპირისპირდება პროტესტს. რა გაკვეთილები გამოვიტანეთ ამ გამოცდილებიდან და რამდენად აქვს დღევანდელ დღეს არსებულ პროტესტს სისტემური ცვლილებების მიღწევის რეალური პოტენცია? როგორ ვიმოქმედოთ იმგვარად, რომ ჩვენი ხმა და პროტესტი კვლავ უხილავი არ დარჩეს „ეგზისტენციურ კრიზისს“ გადარჩენილ საქართველოში.
მოდერატორი: ეკა აღდგომელაშვილი
მომხსენებლები: ქეთი სართანია; ლელა გაფრინდაშვილი ; თამუნა ქებურია