2024 წლის გაზაფხულის პროტესტების ტალღა საქართველოს უახლესი ისტორიის ის ეპიზოდია, რომელიც სათავეს არც მხოლოდ წელს იღებს და არც დასრულებულად შემოსაზღვრავს თავს. ზაფხულის დადგომას მოყოლილი მომავლის ბუნდოვანება სიცხეში მოქანცული შფოთით გაჰყურებს პოლიტიკური პროცესების განვითარებას. მშფოთვარე“შესვენების” მდგომარეობაში კი, უკან გახედვისა და მომხდარზე ფიქრის დრო და სივრცე ნაკლებად გვრჩება. ეს პანელი სწორედ, ამ რთულად მოსახელთებელ დროსა და სივრცეს გვთავაზობს. ის პროტესტების წლევანდელ ტალღაზე რეფლექსიით შეეცდება რეაქციული მდგომარეობიდან გამოიხსნას ბრაზი და მას ანალიტიკურ ველში მოუძებნოს ადგილი. გამოცდილებების გააზრებითა თუ გადააზრებით, დისკუსია მზერას იმ გეოგრაფიებისკენ მიმართავს, რომლებიც, ხშირ შემთვევაში, წინასწარ განსაზღვრავენ კიდეც პროტესტის ფორმას, ხილვადობასა და სცენარს; და ეგებ, სწორედ ეს გეოგრაფიები და მათ მიერ ნაწარმოები აფექტებივე მოიაზრებდნენ პოტენციალს, რომელიც პროტესტის სცენარის სახალხო სადავეებში გადასვლას უზრუნველყოფდა? პანელური დისკუსია, მომხსენებლებლებთან - მარიამ კალანდაძესთან, მარიამ ქაჯაიასთან და სონა კალანდაძესთან ერთად, Ანალიზის პროცესში პროტესტის ლეგიტიმურობას განიხილავს: მის სივრცობრივი განზომილებას, აფექტებს, კვლავწარმოებულ ძალაუფლებრივ ურთიერთმიმართებას ცენტრსა და პერიფერიას შორის და, ზოგჯერ, ჩაკეტილი პოლიტიკური ველის ლაბირინთის დასასრულსაც კი.
მოდერატორი: თათია დვალი
მომხსენებლები: სონა კალანდაძე, მარიამ კალანდაძე, მარიამ ქაჯაია