გადავხედოთ 2024 წლის ფემინისტურს ფორუმს, რომელიც პირველად ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში. წლევანდელი ფორუმის კონცეფცია ძალას და უძალობას ეხმიანებოდა. პოლიტიკური კრიზისის თანმდევი, ინიცირებული თუ მიღებული კანონების ერთობლიობა ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძვრებს უკავშირდება, ამ ყველაფრის ანალიზი კი, სხვადასხვა ადამიანებთან და სხვადასხვა ფორმატში ვცადეთ.