▪️ WISG და Temida წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას "საუბრები ანტი-ლგბტ კანონზე"
▪️ პირველ სერიაში, სამართალმცოდნეები თაზო კირტავა და ელენე ქაიხოსროშვილი ჰომოფობიური კანონის სამართლებრივ ასპექტებს განიხილავენ.
▪️ დღეს, 2 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო ანტი-ლგბტ კანონს. რაც ნიშნავს, რომ 5 დღის ვადაში მას ხელს პარლამენტის თავჯდომარე მოაწერს, რის შემდეგაც კანონი ოფიციალურად გამოქვეყნდება. აქედან 60 დღეში კი ძალაში შევა.
▪️ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ამ ვიდეოს და მასში გამოთქმული მოსაზრებების გავრცელება შესაძლოა ჩაითვალოს ლგბტ საკითხების პოპულარიზებად, და შესაბამისად, სამართალდარღვევად.