▪️ WISG და Temida წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას "საუბრები ანტი-ლგბტ კანონზე"
▪️ მეექვსე სერიაში ქეთი ლეჟავა საუბრობს იმაზე, თუ როგორ იჭრება რუსული კანონი ფსიქოლოგების საქმიანობაში, ითხოვს რა მათგან პროფესიული ეთიკის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტის - პირადი ინფორმაციის დაცვის - მოშლას, რაც თავის მხრივ ემსახურება იმას, რომ შეურყიოს უსაფრთხოების შეგრძნება და ჩაუნერგოს შიში ლგბტ თემს და, ზოგადად, ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ყოფნისას - მაშინ, როდესაც ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროებათ.
▪️ რუსული და ფაშისტური ანტი-ლგბტ კანონების ცალსახად მავნე და დისკრიმინაციული მიზნები ვლინდება ლგბტ ადამიანებისათვის (და სხვა მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის) სერვისის გამცემი სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის საქმიანობაში პირდაპირი შეჭრითა და მათი კრიმინალიზებით!
▪️ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ამ ვიდეოს და მასში გამოთქმული მოსაზრებების გავრცელება შესაძლოა ჩაითვალოს ლგბტ საკითხების პოპულარიზებად, და შესაბამისად, სამართალდარღვევად.