▪️ WISG და Temida წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას "საუბრები ანტი-ლგბტ კანონზე"
▪️ საუბრების სერიას ტრანს თემის წევრის მიმართვით ვასრულებთ. ვუერთდებით ილიას მოწოდებას და ხაზს ვუსვამთ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე რეალისტური გზაა დემოკრატიული პროცესების დასაბრუნებლად და ერთპიროვნული, ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობისგან გასათავისუფლებად, დაშინებისა, დაშანტაჟებისა და ძალადობის პოლიტიკის დასასრულებლად, რამაც ლგბტ ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საბაზისო უსაფრთხოებას მიმდინარე წლის ფაშისტური ანტი-ლგბტ კამპანიისა და მიღებული კანონის ფონზე განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნა.
▪️ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ამ ვიდეოს და მასში გამოთქმული მოსაზრებების გავრცელება შესაძლოა ჩაითვალოს ლგბტ საკითხების პოპულარიზებად, და შესაბამისად, სამართალდარღვევად.