search close

ანტი-გენდერული დისკურსი და ფემინისტური წინააღმდეგობა აღმ. ევროპასა და ცენტრ. აზიაში - რეგიონული დიალოგი

15 ნოემბერი 2024

ანტი-გენდერული მოძრაობა და დისკურსი, რომელიც ფემინისტურ და ქვიარ მოძრაობებს უპირისპირდება ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა „ბუნებრივი სქესობრივი დაყოფის“ მოშლა, ლგბტ პროპაგანდა და ეგრეთ წოდებული „გენდერის იდეოლოგიის“ გავრცელება, ბოლო ორი ათწლეულია განსაკუთრებით გაძლიერდა როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო წლებში, თანასწორობის წინააღმდეგ მიმართული ეს დისკურსი საქართველოშიც მომძლავრდა. თუ აქამდე ანტი-გენდერული სენტიმენტები ძირითადად სხვადასხვა სოციალური და რელიგიური და, ხშირად, ძალადობრივი დაჯგუფებებისგან გვესმოდა, ახლა ის მმართველი პარტიის პოლიტიკური პლატფორმის ძირითადი ნაწილიც გახდა. ამას, ხალხის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად მიღებული, ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონიც ადასტურებს და ბოლოდროინდელი ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებების დაანონსებაც. ფემინისტური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი პანელური დისკუსიის მიზანია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ფემინისტი მკვლევარებისა და აქტივისტების ერთ სივრცეში შეკრება დიალოგისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლისთვის. გვინდა, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითის გაზიარებით ერთად გავიაზროთ რეგიონში არსებული ტენდენციები, სხვადასხვა ანტი-გენდერულ ინიციატივას შორის არსებული მსგავსებები და სხვაობები და ერთად დავსახოთ ფემინისტური წინააღმდეგობისა და მტრულ გარემოში გადარჩენის გზები.

მოდერატორი: ანა რეხვიაშვილი
მომხსენებლები: აგნიეშკა გრაფი, პარს კაპლან, ტონი სნიჟკო, ნუკრი ტაბიძე, მოჰირა სუიარკულოვა.

ფემინისტური ფორუმი 2024