search close

თამარ ფუტკარაძე-ლაშხი x WISG (ცილისწამების საქმე)

23 დეკემბერი 2025
"თქვენ წარმოიდგინეთ როგორი რთულია ქალისათვის, რომ ამ ყველაფერზე ისაუბროს"

თამარ ფუტკარაძე-ლაშხი კომპოზიტორი და სამუსიკო ხელოვნების დოქტორია, რომელმაც 2022 წელს საჯაროდ განაცხადა განცდილი ძალადობის შესახებ. მხილებულმა მოძალადემ კი მის წინააღმდეგ ცილისწამების სარჩელი აღძრა. თამარის ინტერესებს სასამართლოში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ 3 წლის განმავლობაში იცავდა. მიმდინარე წელს პროცესი თამარის გამართლებით დასრულდა. გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ საჯაროდ განცხადება პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალისთვის არაერთ სოციალურ და ფსიქოლოგიურ ბარიერს უკავშირდება. ხშირად კი, მოძალადის მხრიდან ამას ემატება იურიდიული ბარიერის შექმნის მცდელობაც - ცილისწამების სარჩელი - რომლის მიზანი სამართლის მაძიებელი დაზარალებულის დამატებით შევიწროება, დაშინება თუ შეფერხებაა. იურიდიულ ენაზე ასეთ საქმეებს იცნობენ, როგორც სტრატეგიულ სამართალწარმოებას საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ ("SLAPP"). თამარის საქმეც სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა.
ვიდეო მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, „გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.