მე-V-ე ფემინისტური ფორუმის "ტექნოლოგიის ფემინისტური წარმოსახვა"-ს დროს ასევე ვისაუბრეთ ტექნოლოგიაზე ხელოვნებაში, კინოში და ლიტერატურაში. ერთ-ერთი პანელი კონკრეტულად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს დაეთმო.
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე ქეთი ჩართოლანი საუბრობს ქალთა რეპრეზენტაციაზე საბჭოთა პერიოდის სამეცნიერო ფანტასტიკაში და აუდიტორიასთან ერთად ცდილობს განიხილოს თუ რამდენად წარმოადგენდა მაშინდელი ლიტერატურა - მომავლის დისტოპიური წარმოსახვა საბჭოთა რეჟიმს.