ბერიკა ბერიძე თავის მოხსენებაში საუბრობს კულტურის და ესთეტიკის მიმდინარეობაზე სოლარ პანკზე და განიხილავს თუ როგორ პასუხობს ეს ჟანრი კიბერპანკის მიერ წამოჭრილ საკითხებს უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი პერსპექტივიდან. სოლარპანკის ღირებულებები – დეცენტრალიზაცია, ურთიერთდახმარება, მრავალფეროვნების აღიარება და ზრუნვის ეთიკა – პირდაპირ კავშირშია ფემინისტურ იდეალებთან. სხვადასხვა ნამუშევრების ანალიზით მოხსენება დაასაბუთებს, რომ სოლარპანკი არა მხოლოდ ესთეტიკური მიმდინარეობა, არამედ პოლიტიკური და სოციალური განაცხადია ტექნოლოგიური მომავლის ჰუმანური და ფემინისტური პრინციპებით ფორმირების შესახებ.