ნინო მიქაშავიძე - "კაპიტალიზმი თუ რამე უარესი?!" მიმოხილვა
29 დეკემბერი 2025
რამდენი ჩვენგანი „ნებაყოფლობით“ აზიარებს საკუთარ მონაცემებს ყოველდღიურად — პოსტავს სოციალური ქსელებში, ეძებს ინფორმაციას, თვალყურს ადევნებს საკუთარ ჯანმრთელობას — იყენებს სერვისებს, რომლებიც „უფასო“ ჩანს?
მაკენზი უორკი ამტკიცებს, რომ ეს ერთი შეხედვით უწყინარი გაცვლა სინამდვილეში ჩვენი დროის ახალი ტიპის მმართველი კლასისთვის ექსპლუატაციის ძირითადი ფორმაა. გაბატონებული ძალაუფლება ახლა საინფორმაციო ვექტორების ფლობასა და კონტროლში მდგომარეობს — პარადიგმატულ ცვლილებაში, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის ჩვენს თანამე დროვე სამყაროს.
ნინო მიქაშავიძე განიხილავს ავსტრალიელი მწერლის და მკვლევრის ნაშრომს - "კაპიტალი თუ რამე უარესი." ტექსტიდან ნაწყვეტის წაკითხვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე.