search close

თათა ბურდული - ტექნოფემინიზმი: გენდერი და ძალაუფლება ტექნოლოგიაში

26 დეკემბერი 2025
ტექნოლოგიის განვითარების და გავრცელების კვალდაკვალ ყალიბდებოდა და იცვლებოდა სხვადასხვა ფემინისტური ტალღისა და მიმართულების ხედვა გენდერის ჭრილში მისი დანიშნულების, ძალაუფლებრივი, კულტურული, თუ ეკონომიკური ზეგავლენის შესახებ. მკვლევარი თათა ბურდული საუბრობს ტექნოლოგიის, ძალაუფლებისა და გენდერის მიმართებაზე და განიხილავს ტექნოფემინიზმს სოციოლოგ ჯუდი ვაიზმანის ნაშრომებზე დაყრდნობით. როორ განავითარა ფემინისტურმა სწავლებამ მეინსტრიმულ კვლევებში გაბატონებული „მეცნიერებაში ქალთა საკითხის“ გამოკვლევა უფრო რადიკალურ, „ფემინიზმში მეცნიერების საკითხის“ კვლევამდე — ანუ ტექნოლოგიური დეტერმინიზმის კრიტიკისა და გენდერული ესენიცალიზმისთვის გვერდის ავლის გზით, როგორ გამოკვეთა გენდერის და ტექნოლოგიის ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთმაფორმირებელი ხასიათი, აჩვენა რა, რომ ტექნოლოგია კი არაა სოციალური ცვლილებების გამომწვევი ავტონომიური ძალა, არამედ პირიქით — სოციალური ფაქტორები (და კონკრეტულად, არსებული გენდერული ძალაუფლებრივი ურთიერთობები) თამაშობენ გადამწყვეტ როლს ტექნოლოგიის ფორმირებასა და მის გავლენაზე.