search close
picture ღონისძიება

პერფორმანსი, როგორც აქტივიზმის ფორმა

გამართვის თარიღი : 11 მარტი 2017

მარეიკე ვენცელი ბერლინელი არტისტია, რომელიც 2007 წლიდან თანამშრომლობს დანიურ-ავსტრიულ კოლექტივთან “SIGNA”-სთან, რომელიც ცნობილია თავისი ფართომასშტაბიანი პერფორმანსებით. მარეიკეს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან. მარეიკეს ავტორობითა და მონაწილებით, ინტერდისციპლინარული პროექტის „სალონი თბილისი-ბერლინის“ ფარგლებში, რომელმაც გააერთიანა ქართველი და გერმანელი ქალი არტისტები, მისი ავტორობითა და მონაწილეობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე პერფორმანსი დაიდგა („სუფრა“, „თამადა“ და სხვ.).

2013 წელს, პროექტის გერმანელმა და ქართველმა მონაწილეებმა ფოტოსესიით გააპროტესტეს 2013 წლის 17 მაისის თავდასხმა IDAHO-ს მარშის მონაწილეებზე (#thisseatistaken). 2014 წელს WISG-თან ერთად კიდევ ერთი ფოტოპროექტი მომზადდა Stop the cold, რომელიც ასევე ჰომოფობიის თემას ეხებოდა. 2014 წელს, თამუნა ჭაბაშვილთან ერთად განახორციელა პროექტი „საკუთარი სუფრა“, 24 საათიანი პერფორმანსი, რომელშიც მარეიკე ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს ანსახიერებდა. შეხვედრის პირველ ნაწილში, მარეიკე ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე როგორც არტისტის და აქტივისტის პოზიციიდან.


შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა მარეიკეს ახალ პროექტს - თეატრი ბავშვებისათვის “აიწონა-დაიწონა”, რომელიც შექმნილია ბერლინში არსებული საბავშვო თეატრის, GRIPS-ის მაგალითზე. ჯგუფი გამართავს წარმოდგენას ბავშვებისა და მოზრდილებისათვის “სახლობანა”, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებისა და ოჯახში ძალადობის თემაზეა შექმნილი.