გამოცემა წარმოადგენს ნაშრომს, რომელიც მიზნად ისახავს მედიაში გენდერული საკითხების პროფესიული გაშუქებას, გენდერულ საკითხებზე ჟურნალისტთა ცნობიერების ამაღლებას და ჟურნალისტებისთვის ამ სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების გაცნობას ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე, მასთან ერთად კი გენდერულ სტერეოტიპებზე ქართულ მედიაში. მასში მოცემულია გენდერული საკითხების გაშუქების რეგულაციები და საკანონმდებლო ნორმები, საერთაშორისო სტანდარტები და, მათთან ერთად, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე, მონიტორინგი და თვითრეგულაცია. გამოცემას ერთვის გენდერულ თემასთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტება.
სხვა წიგნები
ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი
მაია ენჯელოუ
ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომან...