search close
picture

გათვლა

21 დეკემბერი 2024

„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხდებოდეს. ვრცელი მოთხრობა, რომელსაც არ გააჩნია ორიენტირი დროსა და სივრცეში. წიგნში არსად არის ნახსენები თარიღი ან გეოგრაფიული სახელი. კონფლიქტის ზონაში მდებარე პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგონას ამბავი ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება და კვირის დღეების მიხედვითაა დასათაურებული. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ომის ფონზე ხდება, აქ არსად ისმის ქვემეხების გრიალი, დაჭრილი ჯარისკაცების გმინვა და პატრიოტული შეძახილები. სისხლიც თითქმის არსად ჩანს, მით უფრო გმირულად დაღვრილი. ქართული ენისთვის უჩვეულო სინტაქსური კონსტრუქციის მიუხედავად, მწერლის ენა ზედმიწევნით მარტივია.

სხვა წიგნები

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი

მაია ენჯელოუ

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომან...

მიდი, დააყენე დარაჯი

ჰარპერ ლი

დოქტორი ფინჩის ეს სიტყვები რომანში ასახულ პრობლემატიკას განსაზღვრავს. ლეგენდარული  "ნუ მოკ...

მელა მაშინ უკვე მონადირე იყო

ჰერტა მიულერი

"მელა მაშინ უკვე მონადირე იყო"რა ემართება ადამიანურ სამყაროს, როცა ის ტირანიის მსხვერპლი ხდება?...

ტერმინოლოგია