პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში, საკმაოდ მწვავეა: გენდერის სამართლებრივი აღიარებისა და სქესის კვლავმინიჭების საკითხებთან დაკავშირებული პროცესების დაურეგულირებლობა, რაც, თავის მხრივ, ზრდის უმუშევრობისა და სიღარიბის რისკს, ხელს უწყობს ჯგუფის წევრთა მარგინალიზაციას და მოწყვლადს ხდის მათ საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიური დანაშაულების მიმართ. წინამდებარე საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია ქვეყანაში ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობის შეფასება, პრობლემური საკითხების გამოვლენა და მათ დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავება რელევანტური ინსტიტუციებისათვის.
სხვა წიგნები
ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი
მაია ენჯელოუ
ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომან...