რა გავლენას ახდენს რელიგია შრომის კულტურასა და საზოგადოების განვითარებაზე? რა გავლენას ახდენს ესა თუ ის აღმსარებლობა, რელიგია ადამიანთა საქმიანობაზე, მათ შრომით ეთიკაზე, წარმოდგენებზე შრომასთან დაკავშირებით? როგორია სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტების ღირებულებების გავლენა მორწმუნეთა ეკონომიკურ ქცევაზე, მათ შრომისადმი დამოკიდებულებაზე? არის თუ არა განსხვავება საერო და საკრალურ ღირებულებებს შორის შრომისადმი დამოკიდებულების კონტექსტში? როგორ აისახება რწმენა მორწმუნეთა საქმიანობაზე? როგორია დამოკიდებულება თავისუფალი დროის მიმართ? როგორია სხვადასხვა აღმსარებლობის დამოკიდებულება სულიერი, ფიზიკური და ინტელექტუალური შრომის მიმართ? რას მოიაზრებს სხვადასხვა აღმსარებლობა სიტყვაში „შრომა“? - ეს ის თემებია, რომელიც მანამდე საქართველოში სპეციალურად არ გამოკვლეულა. კვლევისას კი ბევრი ისეთი საკითხიც წამოჭრა, რომელიც კიდევ დამატებით შესწავლას და ანალიზს საჭიროებს.