search close
picture

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ექთნებისთვის

22 ნოემბერი 2024

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კონტექსტის ფარგლებში აქცენტების ცვლილება, კერძოდ კი ინსტიტუციონალიზებული დახმარების შეცვლა თემზე დაფუძნებული ღია და მოქნილი დახმარებით წარმოადგენს დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს, რომელიც საშუალებას აძლევს უამრავ ადამიანს უფრო ადვილად მიწვდნენ არსებულ სამსახურებს. ეს არა მხოლოდ უკეთეს დახმარებასა და ზრუნვას უზრუნველყოფს, არამედ ასევე ამცირებს არასაჭირო გამოკვლევებისა და არასათანადო მკურნალობის შედეგად მიღებულ დანახარჯებს. თუმცა, ზემოაღნიშნულის განხორციელებისთვის, უნდა გადაილახოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების ტევადობის ზრდისა და ფსიქიატრიული ექთნების არაადექვატური რაოდენობის მყარად დამკვიდრებული ბარიერი. ექთნებს საკვანძო როლი ეკისრებათ ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებზე ზრუნვასა და დახმარებაში; საჭიროა ამ როლის გათავისება-გაცნობიერება და მისი ”ჩასმა” საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში. შესაბამისად, ტრენირებულ ექთნებს შეუძლიათ გაცილებით უფრო ფართო სპექტრის ფუნქციების შესრულება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ფარგლებში, ვიდრე ისინი ამჟამად ასრულებენ. აქამდე თუ ტრენინგის შესაძლებლობები სხვა პროფესიონალებისთვის იყო შემუშავებული, ექთნებისთვის ამგვარ შესაძლებლობას სრულად უგულებელყოფდნენ. 

სხვა წიგნები

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი

მაია ენჯელოუ

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომან...

გათვლა

თამთა მელაშვილი

„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნე...

მიდი, დააყენე დარაჯი

ჰარპერ ლი

დოქტორი ფინჩის ეს სიტყვები რომანში ასახულ პრობლემატიკას განსაზღვრავს. ლეგენდარული  "ნუ მოკ...

ტერმინოლოგია