კვლევა მოიცავს, 2012-2013 წლებში სოფელ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების შესწავლასა და კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის ანალიზს.
კვლევაში სამივე რელიგიური კონფლიქტი ერთიან დინამიკაშია შეფასებული და კონფლიქტის მხარეების შეფასებებზე დაყრნობით მიმოხილულია ის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარემო, რომელიც გავლენას ახდენდა და განაპირობებდა კონფლიქტებს.