search close
picture განცხადება

მიღება WISG-ის საზაფხულო სკოლაში - აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 25 ივლისი

7 ივლისი 2016

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს მონაწილეთა მიღებას საზაფხულო სკოლაში, რომელიც გაიმართება 2016 წლის 5-8 აგვისტოს.

აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს მრავალეტაპიანი პროექტის ერთ-ერთ ნაწილს და ხორციელდება ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

საზაფხულო სკოლის მიზანია ლბტ მოძრაობის გაძლიერება და მისი ხილვადობის გაზრდა საქართველოში კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების, ეფექტური კომუნიკაციისა და თანასწორგანმანათლებელთა აქტიური მუშაობის გზით. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ლბტ თემის წევრები, აქტივისტები და მათთან დაახლოებული პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ და განივითარონ თავიანთი საკომუნიკაციო, პიროვნული და ლიდერული უნარები, შეიძინონ ან/და გაიღრმავონ ცოდნა საკითხთან მიმართებაში სამართლებრივ და სოციალურ ჭრილში.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში გამოყენებული სატრენინგო მასალა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ადამიანის უფლებები, ფასეულობები და უზენაესი პრინციპები, ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლებრივი გარემოს მიმოხილვა, თანასწორობის პრინციპები;
  • გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია;
  • ჰომოფობია, სტიგმა და დისკრიმინაცია;
  • ქალთა უფლებები, ფემინიზმის განვითარების ისტორია , აქტივიზმის ფორმები და თანამედროვე სახე;
  • ეფექტური კამპანიის დაგეგმვისა და წარმართვის პრინციპები.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს 18 წლიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

  1. იცნობს და არის WISG–ის საქმიანობის აქტიური მონაწილე;
  2. არის ლბტ თემის წარმომადგენელი, აქტივისტი ან მათთან დაახლოებული პირი და გამოირჩევა სატრენინგო თემის მიმართ სენსიტიურობით;
  3. შეუძლია სრულად დაესწროს სატრენინგო პროგრამას (საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავამზადოთ ოფიციალური მიმართვასამსახურში წარსადგენად);
  4. მოტივირებულია იმისათვის, რომ გაიუმჯობესოს თანასწორგანმანათლებლისათვის საჭირო უნარები და არის დაინტერესებული სამომავლო აქტივობების დაგეგმვით (დამოუკიდებლად ან/და WISG-თან თანამშრომლობით).

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ შევსებული აპლიკაციები შემდეგ ელ-ფოსტაზე communitypoll3@gmail.com არაუგვიანეს 2016 წლის 25 ივლისისა. შერჩევის შედეგების შესახებ ყველა კანდიდატს წერილობით ეცნობება განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღეში.

აპლიკაციის ფორმის ჩამოსატვირთად, დააჭრეთ აქ.