search close
picture განცხადება

ტრანსგენდერი ქალი ზურაბ (ზიზი) შეყელაძე გარდაიცვალა

22 ნოემბერი 2016

დღეს, 2016 წლის 22 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა ტრანსგენდერი ქალი ზურაბ (ზიზი) შეყელაძე. მას 2016 წლის 14 ოქტომბერს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს ორთაჭალაში. ზიზი უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის'' (WISG) ბენეფიციარი იყო.

WISG ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზიზის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და მეგობრებს.

ზიზი შეყელაძე ბოლო სამი წლის მანძილზე გარდაცვლილი მესამე ტრანსგენდერი ქალია. 2014 წელს მოკლეს საბი ბერიანი, ხოლო 2016 წლის თებერვალში ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში.