search close
picture განცხადება

ვაკანსია WISG-ში: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

12 იანვარი 2017

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“(WISG) აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) წარმოადგენს ქალთა საკითხებზე მომუშავე ფემინისტურ ორგანიზაციას, რომლის სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი ადამიანები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, სოფლად მაცხოვრებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

თანამდებობის დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ზოგადი აღწერა: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პასუხისმგებელია ორგანიზაციისა და მისი საქმიანობისშესახებცნობადობისგაზრდაზე; ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის ანგარიშებს. ორგანიზაციის ონლაინ-გამოცემის სახით ქმნის აქტუალურ და ხარისხიან პროდუქტს ლბტ და ქალთა უფლებების შესახებ.

ძირითადი მოვალეობები

  • ორგანიზაციის PR კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ორგანიზაციის მედია სტრატეგიის შემუშვებაში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის დაგეგმილი, თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის, ოფიციალურიმიმართვების, განცხადებებისდაპრესრელიზების მომზადება, გავრცელება და საზოგადოებისა და კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის მიწოდება;
  • პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების, შეხვედრებისორგანიზება;
  • ორგანიზაციის საჯარო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; ჩატარებულიღონისძიებებისფოტო/ვიდეოგადაღება, ფოტო/ვიდეომასალისდაარქივება/ სისტემატიზაცია;
  • ორგანიზაციის შესახებ სხვა მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციების მოგროვება, დაარქივება და სისტემატიზაცია;
  • ორგანიზაციის ვებ-გვერდებისა და სოციალურიმედიისარხებისთვის (facebook/twitter) კონტენტის შექმნა, რესურსების მართვადაგანვითარება;
  • ორგანიზაციის მიერ მომზადებული პუბლიკაციებისა რედაქტირება და კორექტურა;
  • ორგანიზაციის მიერ მომზადებული პუბლიკაციებისა და სხვა ბეჭდური მასალების მომზადებაში მონაწილეობა; გამომცემლობებთანდა დიზაინერთან კომუნიკაცია;
  • ვებ-გვერდისადაორგანიზაციისსხვადასხვასოციალურიმედიაარხებისსტატისტიკისწარმოება, ანალიზი დარეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები /უნარები და კომპეტენცია

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით)
  • ქართული ენის, სტილისტიკისა და გრამატიკის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკისა და შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგიების ცოდნა
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალურიდაწერილობითი)
  • ძირითადისაოფისეკომპიუტერულიპროგრამების სრულყოფილიცოდნა.
  • ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • სენსიტიურობა ქალთა და ლბტ საკითხების მიმართ
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პროაქტიულობა და კრეატიულობა
  • საზოგადოებასთანურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება
  • სასურველია ჟურნალისტიკისა და სოც. მედიის სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • აპოლიტიკურობა

განაცხადის შემოტანის პროცესი

აპლიკანტებმა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pm@women.ge; მეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

  • საკუთარირეზიუმე (СV);
  • უმაღლესიგანათლებისდამადასტურებელიდოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ბმული (ან მითითება) ამდრომდეგამოქვეყნებულიჟურნალისტური, ანაკადემიურისტატიის შესახებ;
  • სამოტივაციოწერილი;
  • ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის24 თებერვალი, დღის 12:00საათი.

განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს, ან წარმოდგენილი იქნება ვადის ამოწურვის შემდეგ არ განიხილება.