search close
picture განცხადება

ზიზი შეყელაძის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 1 თებერვალს გაგრძელდება

30 იანვარი 2017

2017 წლის 1 თებერვალს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყელაძის მკვლელობაში ბრალდებული პირის გ. მ.-ს სასამართლო პროცესი. 2017 წლის 23 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატმა საქმის განხილვის გადადება მოითხოვა და სხდომა სწორედ ამ მიზეზით გადაიდო.

ბრალდებული გ. მ. 14 ოქტომბერს, ტრანსგენდერ ქალს ორთაჭალის ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, დაესხა თავს. ქალს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და ყელის არეში და საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე 40-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა საქმის კვალიფიკაცია და გ. მ.-ს ბრალად ედება ზიზი შეყელაძის განზრახ მკვლელობა. ბრალდებულმა გამოძიებისა და წინასასამართლო ეტაპზე დანაშაული აღიარა, მაგრამ მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და ბრალს აღარ აღიარებს.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მისი დედის ინტერესებს ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის'' (WISG) იურისტი ციალა რატიანი იცავს, ხოლო ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა'' (EMC) სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.