search close
picture განცხადება

WISG აცხადებს აპლიკაციების მიღებას მცირე გრანტების კონკურსისთვის

10 თებერვალი 2017

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით, აცხადებს მიკრო გრანტების კონკურსს. კონკურსისათვისსაპროექტო განაცხადების შემოტანა შეუძლია ყველა განმცხადებელს, ხოლო უპირატესობა მიენიჭება პროექტის „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში“ ფარგლებში ლგბტი ორგანიზაციებისთვის, აქტივისტებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის ჩატარებული შესაძლებლობების გაძლიერების ტრეინინგების მონაწილეებს.

მიკრო საგრანტო პროექტები ფოკუსირებული უნდა იყოს ხილვადობის სხვადასხვა სახის პროდუქტის შექმნასა და გავრცელებაზე, რითაც ხელი უნდა შეუწყონ ლგბტი საკითხების დადებითი ხილვადობის გაზრდას. ამასთან, პროექტი არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ საინფორმაციო შინაარსის ბეჭდვითი პროდუქციის შემუშავებას, როგორიცაა ფლაერები და ბროშურები. პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ისე განგრძობითი ხასიათის ღონისძიებები.

კონკურსში გამარჯვებულები პასუხისმგებელნი იქნებიან როგორც სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ხილვადობის პროდუქტების შექმნაზე, ისე მათ გავრცელებაზე (თუ რელევანტურია), განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში.

თითოეული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

გამარჯვებული პროექტების საბოლოო ფინანსური და ნარატიული ანგარიში ჩაბარებულ უნდა იქნას არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისისა.

საპროექტო განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე (ქართულ ენაზე წარმოდგენილ განაცხადებს უნდა ერთვოდეს მოკლე აღწერილობა ინგლისურ ენაზე) წინასწარ განსაზღვრული სპეციალური სააპლიკაციო ფორმის საშუალებით და უნდა მოიცავდეს:

  • პროექტის დეტალურ აღწერას, აქტივობების, სამიზნე ჯგუფის და შედეგების ჩათვლით;
  • დაწვრილებით ბიუჯეტს (წარმოდგენილს ლარში Excel-ის ცალკე ფაილად)
  • ინფორმაციას განმცხადებლ(ებ)ის შესახებ და პროექტში ჩართული გუნდის რეზიუმეებს.

განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს, ან წარმოდგენილი იქნება ვადის ამოწურვის შემდეგ არ განიხილება.

განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • პროექტის ინოვაციურობა;
  • საკითხისადმი პოზიტიური მიდგომა;
  • დანახარჯების ეფექტურობა;
  • პროექტის აღწერილობის სიზუსტე და სიცხადე; ა.შ.

მიკრო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა ოთხშაბათი, 8 მარტი. გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: pm@women.ge

კონკურსის შედეგები 2017 წლის მარტის ბოლოსათვის გახდება ცნობილი.

მიკრო გრანტების კონკურსი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში“ ფარგლებში.