search close
picture განცხადება

საზღვარგარეთ მცხოვრებმა ტრანსგენდერმა ქალმა WISG-ის დახმარებით სახელი შეიცვალა

15 თებერვალი 2018

2017 წლის ოქტომბერში WISG-ს დაუკავშირდა სომხური ტრანს-ორგანიზაცია RIGHT SIDE NGO და სომხეთში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალისთვის სახელი შეცვლაში სთხოვა დახმარება. აპლიკანტის განმარტებით, ის საქართველოს მოქალაქეა და რამდენიმე წლის წინ სომხეთში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად. სომხეთში ცხოვრების პერიოდში ქალმა ჩაიტარა ტრანზიციასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია და შიშობდა, რომ საზღვრის გადმოკვეთას ძველი პასპორტითა და ფოტოსურათით ვეღარ შეძლებდა.

WISG-ის იურისტმა ქალისგან სომხეთში ვიზიტისას მიიღო რწმუნებულება სახელის შეცვლისა და პასპორტის განახლების მიზნით და თბილისის იუსტიციის სახლს მიმართა. 2018 წლის თებერვალში სახელის შეცვლისა და პასპორტის განახლების პროცესი წარმატებით დასრულდა და კამელიას უკვე შეუძლია მშვიდად გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი.

საზღვრის კვეთა ტრანსგენდერი ადამიანებისათვის პრობლემას წარმოადგენს პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტებში სახელისა და სქესის შესახებ ჩანაწერის გამო. ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ საზღვარზე მხოლოდ იმის გამო აყოვნებენ, რომ ვერ ახდენენ პიროვნების დადგენას. სქესის შეცვლისა და აქედან გამომდინარე მისი სამართლებრივი აღიარების საკითხები არ არის დარეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს იუსტიიის სამინისტროს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ტრანსგენდერი ადამიანები ვალდებულნი არიან ჩაიტარონ ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურები.

2017 წელს ორმა ტრანსგენდერმა კაცმა მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.