search close
picture განცხადება

ერევანში ტრანსგენდერი ქალი ცემის შედეგად საავამდყოფოში მოათავსეს

2 მარტი 2018

სამშაბათს, ერევანში, სასტიკად ცემის შედეგად, ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაცია გამოცემა Epress.am-ს ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია Right Side-ის ხელმძღვანელმა ლილიტ მარტიროსიანმა მიაწოდა. დაზარალებული, რომელსაც ანონიმურად სურს დარჩენა, საავადმყოფოში ამ დრომდე გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„დაზარალებულს თავს დაესხა ერთი ადამიანი, რომელმაც მისი სახლიც დაწვა. მისი სახე და ნეკნები მთლანად დამსხვრეულია. ექიმები მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.“ - განუცხადა მარტიროსიანმა მედიას და დაამატა, რომ ორგანიზაციამ პოლიციას უკვე მიმართა.

„თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია. მას მიმალვა არ უცდია. პოლიცია მასალების შეგროვების ეტაპზეა“ - განაცხადა ადვოკატმა ვაჰე მანუკიანმა, Right Side-იდან. მან ასევე დაამატა, რომ გამომძიებლებს დაზარალებული ჯერ არ დაუკითხავთ, რადგან ის ამ დრომდე ვერ ახერხებს ლაპარაკს.“