search close
picture განცხადება

WISG-ის ანგარიში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 23-ე სესიისათვის

27 მარტი 2015

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) ილგა-ევროპასთან ერთად მოამზადა და წარადგინა ჩრდილოვანი ანგარიში ლგბტ ადამიანის უფლებათა საკითხებზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (Universal Periodical Review) 23-ე სესიისთვის. ანგარიში ეყრდნობა WISG-ის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევებსა და ანგარიშებს, ასევე საქართველოში ლგბტ ადამიანის უფლებების სფეროდან დოკუმენტირებულ სხვადასხვა მასალებს.

WISG-ისა და ილგა-ევროპის მიერ შედგენილი დოკუმენტი საქართველოდ სპეციფიკურად ლგბტ საკითხებზე წარდგენილი ერთადერთი ანგარიშია. “ქალთა ინიციატივების მხარტდამჭერმა ჯგუფმა” აგრეთვე მონაწილეობა მიიღო კოალიციური ანგარიშების შედგენაში ორგანიზაცია “საფართან” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად.

ანგარიშის ელ-ვერსია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე:

WISG-ის ანგარიში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 23-ე სესიისათვის