fiveFilms4freedom – ლონდონის ლგბტ კინოფესტივალის BFI Flare ხუთი ფილმი მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, ონლაინ იხილოს BFI პლეიერის საშუალებით.
ფილმები ხელმისაწვდომია ლგბტ ადამიანის უფლებებით დაინტერესებული საქართველოში მცხოვრები აუდიტორიისთვისაც. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას ფილმების შესახებ:
1. “გათენდა.” რეჟ. საიმონ ანდერსონი. დიდი ბრიტანეთი, 2014, 9 წთ.
უფროსი ძმის ქორწილის ბოლოს ახალგაზრდა კაცი ცდილობს, გაუმკლავდეს საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებულ შფოთვას.
2. ,,შემთხვევითი შეხვედრა,” რეჟ. ჯეიკ გრაფი, დიდი ბრიტანეთი 2015, 16 წთ
ტრევორისა და ამირის შემთხვევითი შეხვედრა მოულოდნელ ვნებაში გადაიზარდა.
3. ,,საღამო”, რეჟ.სორენ გრინი. დანია 2015, 9 წთ
მათიასი და ფრედერიკი გაკვეთილების შემდეგ დროს ერთად ატარებენ. ეყოფა თუ არა მათიასს გამბედაობა, გაუმხილოს მეგობარს თავისი გრძნობები.
4. ,,ნამდვილი ბორბალი” რეჟ. ნორა მენდრი, საფრანგეთი/აშშ 2015, 7 წთ
ეს „ფენდერ ბენდერია“ _ დეტროიტის ველოსიპედების სარემონტო ქვიარი, ტრანსგენდერი ადამიანებისა და ქალების კოლექტივით.
5. ,,აკადემიის კოდი” რეჟ. ნიშა განატრა, აშშ, 2014, 16 წთ
ფუტურისტულ კიბერსამყაროში ფრენკი ინიღბება, როგორც ბიჭი, რათა დაუახლოვდეს თავის ოცნების გოგონას; მაგრამ ახერხებს ის ამას რეალობაში?