search close
picture განცხადება

გაეროს ექსპერტის ვიზიტი - WISG-ის, თანასწორობის მოძრაობის და ILGA-Europe-ის ერთობლივი ანგარიში

10 სექტემბერი 2018

25 სექტემბერს, საქართველოს გაერთიანებული ერების დამოუკიდებელი ექსპერტი, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი ეწვევა. ბორლოზის ექსპერტიზის სფერო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვაა. სამუშაო ვიზიტი 5 ოქტომბრამდე გასტანს და ბორლოზი შეხვდება როგორც სამთავრობო სტრუქტურებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სოგი-ს ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებზე მუშაობენ.

დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელ პერიოდში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა და თანასწორობის მოძრაობამ, ILGA-Europe-თან ერთად, გაეროს ექსპერტს ერთობლივი ანგარიში გაუგზავნეს, რომელიც მიმოიხილავს ქვეყანაში ლგბტი ადამიანთა მდგომარეობას საკანონმდებლო კუთხით, არსებულ კანონებსა და იმ საკანონმდებლო მექანიზმებს, რომლებიც სოგი-ს ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დასაცავად გამოიყენება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ "მიუხედავად რელევანტური კანონმდელობის არსებობისა, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოების (მათ შორის გაეროს) მიერ საქართველოსადმი რეკომენდაციებისა, კანონთა იმპლემენტაციის ნაკლებობა ხელს უწყობს ჰომო- და ტრანსჰობიური ძალადობის ზრდას, სიძულვილის ენის შენარჩუნებას, ლგბტი ჯგუფებისთვის ჭეშმარიტ, მშვიდობიან შეკრების თავისფლებაზე ხელმიუწვლომლობას, და კვლავ გადაულახავ ბარიერებს ტოვებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხებისთვის."

ერთობლივ ანგარიშს ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე

ანგარიშის შესავალი