მსოფლიოს ყველაზე ფართოდ გავრცელებული ლგბტქ+ ციფრული კამპანია ბრუნდება უკვე მეხუთედ 2019 წლის 21 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.
ბრიტანეთის საბჭო, BFI Flare-თან თანამშრომლობით, ლონდონის ლგბტქ ფილმების ფესტივალის ფარგლებში ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოსთვის ხუთ ლგბტქ+ თემატიკის მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელთა ყურებაც ონლაინ უფასოდ იქნება შესაძლებელი 12 დღის განმავლობაში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ხუთივე ფილმი ნახოთ შემდეგ ვებსაიტზე: https://whatson.bfi.org.uk/flare/Online/default.asp
პროგრამა, რომელიც წარმოაჩენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კინორეჟისორებს, შერჩეულია BFI Flare ფესტივალის მიერ და სწორედ ამ ფესტივალის მიმდინარეობისას იქნება ხელმისაწვდომი.
კამპანიას შეგიძლიათ შეუერთდეთ ტვიტერზეც: #FiveFilms4Freedom