მიმდინარე კვირა, რომელიც 23 სექტემბერს მსოფლიოში ბისექსუალების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღის აღნიშვნით დაიწყო, მნიშვნელოვანია, რათა ყურადღება გავამახვილოთ ლგბტი თემის ამ კონკრეტული ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში არსებული - ბიფობიური - დამოკიდებულებების სპეციფიკაზე.
ბისექსუალი ადამიანების მიმართ სტერეოტიპული და ნეგატიური დამოკიდებულება არ აიხსნება მხოლოდ ზოგადი ანტი-ლგბტი დამოკიდებულებებით და მას სპეციფიკური მიზეზები აქვს როგორც ფართო საზოგადოებაში, ისე ლგბტი თემს შიგნით (იხ. სტატია ბიფობიური სტერეოტიპების შესახებ).
2016 წელს, WISG-ის ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ "წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე", საშუალება მოგვცა დაგვენახა, თუ რა სპეციფიკური დამოკიდებულებები არსებობს ბისექსუალობის მიმართ. კვლევა საზოგადოებრივ განწყობებს სწავლობდა როგორც გეი, ლესბოსელი და ტრანსნგენდერი ადამიანების, ასევე ცალკეულად ბისექსუალი ადამიანების მიმართ.
კვლევის განსაკუთრებული მიგნებაა ის, რომ ბიფობიური განწყობა საზოგადოებაში ჰომოფობიურ განწყობაზე მაღალია; ქალებისა და კაცების პასუხების ანალიზი თანაბრად ნეგატიურ დამოკიდებულებას აჩვენებს ბისექსუალთა მიმართ, ხოლო ორივე დემოგრაფიულ ჯგუფში განსაკუთრებით მაღალია ნეგატიური განწყობა ბისექსუალი კაცების მიმართ; საყურადღებოა, რომ ბიფობიის უფრო მაღალი მაჩვენებელია ქალაქებში, ვიდრე სოფლებში.
კვლევას „წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე“ სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.
ბიფობიის შესახებ ქვეთავს შეგიძლიათ გაეცნოთ 98-103 გვერდებზე.