search close
picture განცხადება

როზადან სიმონამდე | ფემინისტური ფილმების ფესტივალი 2020

28 თებერვალი 2020

ფემინისტური ფილმების ფესტივალის „როზადან სიმონამდე“ 2020 წლის გამოშვების ფილმები ქალებს შორის ურთიერთობებზე გვიყვებიან, სხვადასხვა ქვეყანაში, ეპოქასა, თუ პოლიტიკურ წყობაში.

ქალები სიყვარულს უხსნიან ქალებს - მეგობრულად, პლატონურად, ვნებიანად, იმედით, უიმედოდ, სიხარულით, შიშით, ფარულად თუ ხმამაღლა. ურთიერთობები კი ვითარდება გარემოში, რომელიც მათ არსებობას არ აღიარებს, ან არ იმჩნევს.

მიუხედავად ამისა, ქალები სიყვარულს უხსნიან ქალებს, უხსოვარი დროიდან მოყოლებული.

ფესტივალს გახსნის გამოჩენილი ფემინისტი ფილოსოფოსის და პრიმატოლოგის - დონა ჰარავეის შესახებ დოკუმენტური პორტრეტი, რომელშიც ის კიდევ ერთხელ ზეიმობს დედამიწაზე ფანტასტიკურ, სიმბიოზურ, მუდმივად ტრანსფორმირებად არსებ(ობ)ებს და ურთიერთობებს, და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამბების მოყოლის მაგიურ ძალას და მნიშვნელობას.

პროგრამა

6 მარტი

19:00 - დონა ჰარავეი: ამბების თხრობა დედამიწაზე გადარჩენისთვის | 81’ | ფაბრიციო ტერანოვა | დოკუმენტური | 2016 | ბელგია
* ალექსანდრა აროშვილის მოხსენება და დისკუსია ფილმის შესახებ

7 მარტი

12:00 - სხვა გზა | 102’ | კაროლი მაკი | 1982 | უნგრეთი
* ფილმს წარადგენს რეჟისორი ნინო გოგუა

*15:00-18:00 - ფემინისტური და ქვიარ თეორიის ლექტორისა და მკვლევარის გალინა იარმანოვას ვორქშოფი „(პოსტ) საბჭოთა სექსუალობის თეორიზება: ქვიარ საარქივო სამუშაო და ფილმის გადაღება, როგორც კვლევის იარაღი“.
* ვორქშოფში მონაწილეთა ზღვრული რაოდენობა არის 15. გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 5 მარტამდე: რეგისტრაცია ბმულზე


8 მარტი

16:00 - კომეტები | 70’ | თამარ შავგულიძე | 2019 | საქართველო
*დისკუსია ფილმის შესახებ

18:00 - მშვენიერი წლები | 10’ | სვეტლანა შიმკო & გალინა იარმანოვა | 2019 | უკრაინა
*ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია და კითხვა&პასუხის სესია გალინა იარმანოვასთან, რომელიც ისაუბრებს ქვიარ საარქივო პროექტის შესახებ.

19:00 - ახალგაზრდა ქალის პორტრეტი ცეცხლზე | 122’ | სელინ სკიამა | 2019 | საფრანგეთი
*დისკუსია ფილმის შესახებ

**ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით