ქვიარ აქტივისტების და მოქალაქეთა ინიციატივით ტრანსგენდერი ადამიანების სოლიდარობის ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის მიზანი COVID-19 პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ტრანს თემის გადაუდებელი საჭიროებებისთვის თანხების მობილიზებაა.
პანდემიის მოცემულობაში, განსაკუთრებით დაუცველები რჩებიან ტრანს სექს-მუშაკები, და ზოგადად ტრანს თემი, რომელთა მიმართ სახელმწიფოს არ გააჩნია ქმედითი პოლიტიკა, საბინაო, დასაქმების, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), როგორც სათემო ორგანიზაცია, უერთდება ინიციატივას.
სოლიდარობის ჯგუფში დონაცია შეეგიძლიათ მითითებულ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი: GE10BG0000000131421565
თიბისი ბანკი: GE67TB7937145063600042
მიმღები: ნიკოლო ღვინიაშვილი