მაისში, USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) დაიწყო ახალი პროექტი იურიდიული დახმარების საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ქალებისა და მარგინალიზირებულ ჯგუფებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, მათ შორის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ქალების, ბავშვების, შშმ პირების და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას, საერთო სასამართლოების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე.
პროექტის „იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა LGBTQI პირებისთვის“ მიზანია სტრატეგიული ლიტიგაციის, ადვოკატირების და იურიდიული მომსახურების გაწევა LGBTQI თემის წევრებისთვის, რომლებიც არიან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეების წარმოების მეშვეობით შესაძლებელია მარგინალიზებული ჯგუფების ადვოკატირებისა და სამართლებრივი პრეცედენტების დადგენა, სხვა დანარჩენ პირთა ინფორმირებისა და დაცვის მიზნით. WISG აგრეთვე გასვლით შეხვედრებს ჩაატარებს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივ LGBTQI თემის წევრების საჭიროებების გამოვლენის მიზნით.