search close
picture განცხადება

მარათონი ძალადობის წინააღმდეგ

27 ივნისი 2012

“თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ნუ გაჩუმდები”

2012 წლის 1 ივლისს, კვირას, 17:00 საათიდან – 19:00 სთ.ზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თემქის მხრიდან, ”საქართველოს მატიანეს” მონუმენტიდან, გაიმართება გარბენი ”თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ! ნუ გაჩუმდები! ”.

გარბენის ორგანიზატორებია არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი” და ”ჰელფინგ ჰენდი”, პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება პროექტის ”ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ საკუთარი უფლებების” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და თანასწორობის შესახებ.

დღის განრიგი:

16 : 30 სთ – მონაწილეთა რეგისტრაცია

17 : 00 სთ – 5 კმ – იანი გარბენი

18 : 00 სთ – მონაწილეთა დაჯილდოვება

შემოგვიერთდით და ერთად აღვმოფხვრათ ქალთა მიმართ ძალადობა!

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია: რადიო “საქართველოს ხმა”, საინფორმაციო სააგანტოები: “Expressnews” და “GeoNews”; გაამარჯვებულებს აჯილდობეს საიუველირო მაღაზია “სოფია სილვერ”

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

599 92 41 34 ნინო თოდუა; 599 73 80 19 თიკო მესხი; 598 606 406 კობა ბიწაძე

nino@csdc.gol.ge; helpingvolunteer@gmail.com