search close
picture განცხადება

შეტყობინების ფორმა ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის სერვისების შესახებ

2 ოქტომბერი 2020

თუ ხარ ტრანსი ადამიანი და გაქვს სურვილი ჩაიტარო ტრანზიციის პროცესში მხარდამჭერი პროცედურები;

თუ ტრანსსპეციფიკური პროცედურების მისაღებად მიგიმართავს კლინიკისთვის ან ცალკეული სპეციალისტისთვის;

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ (WISG) ანონიმურად აგროვებს ინფორმაციას ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების მისაწვდომობის შესახებ. ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ტრანზიციის პროცესში საჭირო სამედიცინო პროცედურების მიღებისას ან მიღების მცდელობისას წარმოშობილი პრობლემების დოკუმენტირება, რაც დაგვეხმარება ამ მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში და მათი აღმოფხვრისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვაში.

შეგახსენებთ, რომ WISG-ის მიმართვების განხილვის შედეგად სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინსიტროს ზოგადი წინადადებით მოუწოდა, რათა:

  • შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციას (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტს (პროტოკოლი), რომელშიც გაწერილი იქნება ტრანსსპეფიციური სამედიცინო მომსახურების როგორც სამედიცინო და ეთიკური საკითხები, ასევე, პროცედურების წინმსწრები და შემდგომი პერიოდებისთვის პირის მხარდამჭერი ფსიქოლოგიური/სოციალური ასპექტები;
  • უზრუნველყოფილ იქნას ტრანსი ადამიანებისა და საკითხით დაინტერესებული სხვა პირების/ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების პროცესში.

თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია!

<