თუ სწავლობ რომელიმე უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურზე;
თუ გაინტერესებს გაიგო სექსუალობის და სხეულის პოლიტიკის შესახებ;
თუ გინდა ისწავლო თანასწორთა განათლების პრინციპებით და ჩაერთო საგანმანათლებლო ვიდეოს შექმნაში;
თუ გინდა და შეგიძლია ოქტომბრის ბოლოდან 7 კვირის მანძილზე დაუთმო კვირაში 2-4 საათი;
თუ გაქვს საბაზისო ცოდნა და ინტერესი ფემინიზმის, გენდერის და სექსუალობის და სხეულის პოლიტიკის მიმართ;
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) გთავაზობს სემინარების სერიას "განსხეულების პოლიტიკა".
უპასუხე რამდენიმე კითხვას და შემოგვიერთდი.
სემინარებს გაუძღვება ფემინისტი მკვლევარი ნუკრი ტაბიძე.
პირველი შეხვედრები ჩატარდება პირისპირ, დანარჩენი - ონლაინ.
აპლიკაციის შესავსებად მიჰყევი ბმულს, ან შეავსე ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა: