მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ლგბტიქ+ ციფრული ფესტივალი დაბრუნდა.
ბრიტანეთის საბჭო, BFI Flare-თან თანამშრომლობით, ლონდონის ლგბტიქ+ ფილმების ფესტივალის ფარგლებში, ხუთ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარმოადგენს, რომელთა ონლაინ ყურება შესაძლებელია 28 მარტამდე.
ფილმები შეგიძლიათ ნახოთ ვებსაიტზე: FiveFilmsForFreedom - LGBTIQ+ short film programme
პროგრამა, რომელიც წარმოაჩენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კინორეჟისორებს, მიმდინარე წელს ქვიარ ამბებს მოგვითხრობს ინდოეთიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან. ფილმების პროგრამა შერჩეულია BFI Flare ფესტივალის მიერ და სწორედ ამ ფესტივალის მიმდინარეობისასაა ხელმისაწვდომი.
კამპანიას შეგიძლიათ შეუერთდეთ ტვიტერზეც: #FiveFilms4Freedom