search close
picture განცხადება

WISG აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე

26 მარტი 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“(WISG)  აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) წარმოადგენს ქალთა საკითხებზე მომუშავე ფემინისტურ ორგანიზაციას, რომლის სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსი* და ინტერსექსი ადამიანები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, სოფლად მაცხოვრებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

 

თანამდებობის დასახელება: სოციალური მუშაკი

სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

 

სამუშაოს ზოგადი აღწერა


მონაწილეობს თემის წევრთა პერსონალურ და ინტერპერსონალურ დონეზე გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაში და მის განხორციელებაში. ჩართულია ორგანიზაციის სათემო განვითარების მიმართულების საქმიანობაში, რაც მოიაზრებს თემის წევრებში სოლიდარობის განცდისა და თემის ინტერესთა დაცვაში მათი ჩართულობის გაზრდას; უზრუნველყოფს თემის წევრთა ინფორმირებულობას ორგანიზაციაში არსებული სერვისებისა და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების შესახებ. არის ორგანიზაციის მულტიდისციპლინური გუნდის წევრი და მონაწილეობს გუნდის მუშაობაში.

 

ძირითადი ფუნქციები

 

  • მონაწილეობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში; საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს გუნდის მუშაობის კოორდინაციას;
  • მონაწილეობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობის შეფასების პროცესში
  • აწოდებს ორგანიზაციის ბენეფიციარებს სოციალური დახმარების სერვისებს (მათ შორის, პირველადი ინტერვიუ, საჭიროებებისა და რისკების გამოვლენა/შეფასება; თანხლება სერვისების მიღებისას და მონიტორინგი; ბენეფიციართა პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა;  გარე სერვისების მოძიება, რეფერალი და ასე შემდეგ)
  • აწარმოებს „ქეის ბანკის“ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას და მისი მონაცემების სტატისტიკურ ანალიზს
  • აკეთებს ანალიზს და ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს (ყოველთვიური, 6 თვეში ერთხელ, წლიური) გაწეულ სამუშაოზე და წარადგენს საჭიროების მიხედვით:
  • კოორდინაციას უკეთებს ბენეფიციართა უკუკავშირის მიღებას გაწეულ სერვისებზე და აანალიზებს და ამზადებს შესაბამის პერიოდულ ანგარიშებს (ყოველთვიური, 6 თვეში ერთხელ, წლიური) ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის
  • წარმოადგენს ორგანიზაციას შესაბამისი პროფილის მქონე გაერთიანებებსა და კოალიციებში; პასუხისმგებელია მათთან კომუნიკაციაზე
  • ორგანიზაციის სახელით მონაწილეობს  რელევანტურ შეხვედრებსა და კონფერენციებში
  • აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ კამპანიებში


საკვალიფიკაციო მოთხოვნები /უნარები და კომპეტენცია

  • უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში 
  • სოციალურ მუშაკად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება 
  • საზოგადოებაში ამა თუ იმ ნიშნით მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს ლგბტ თემთან მუშაობის გამოცდილება)
  • სენსიტიურობა ქალთა და ლბტ საკითხების მიმართ
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი)
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (ვერბალური და წერილობითი)
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • კონფლიქტის მართვის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • ტოლერანტულობა
  • თანმიმდევრულობა
  • განსხვავებების პატივისცემა
  • ბენეფიციარზე ორიენტირებულობა


განაცხადის შემოტანის პროცესი


აპლიკანტებმა ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე

info@wisg.org; wisg@wisg.orgმეილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობის დასახელება - სოციალური მუშაკი.

  • საკუთარი რეზიუმე (СV); 
  •  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომისასლი
  • სამოტივაციო წერილი;  

  • ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.

    განხილვა მიმდინარეობს ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.


    საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 1 აპრილი, 19:00 საათი.


    გა, როლე  აკოფ ზე ღნ ოცობს,  ილ ა ვ წუ მდგ, რ გა.