არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების
მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე პროექტების
და ხარისხის მართვის მენეჯერი
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
„ქალთა
ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) წარმოადგენს ქალთა საკითხებზე მომუშავე
ფემინისტურ ორგანიზაციას, რომლის სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი
ქალები, ტრანსგენდერი ადამიანები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების
წარმომადგენელი, სოფლად მაცხოვრებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა
მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.
თანამდებობის დასახელება: პროექტების
და ხარისხის მართვის მენეჯერი
სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი,
სამუშაო ფორმატი - დისტანციური, თავისუფალი განრიგი
სამუშაოს ზოგადი აღწერა: ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების განხორციელების ზედამხედველობა, ხარისხის
უზრუნველყოფა, პროექტის მენეჯერების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების/საპროექტო
განაცახების შემოწმება და დახვეწა, დონორებთან კომუნიკაცია. პროექტების ციკლის
მართვა პროექტების მენეჯერებთან და კოორდინატორებთან ერთად. პროექტების წლიური
დაგეგმარება კოორდინატორებთან ერთად და მათი კვარტალური მონიტორინგის
უზრუნველყოფა. ორგანიზაციული ანალიზის პროცესის კოორდინაცია; ორგანიზაციის
სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად ფონდების მოძიების გეგმის შემუშავება,
ფონდების მოძიება და საპროექტო განაცხადების მომზადება/წარდგენა. პროექტის მენეჯერების
ქოუჩიგი და სუპერვიზია.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მენეჯერებთან ერთად, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება/პერიოდული გადახედვის პროცესში მონაწილეობა;
- პროექტის კოორდინატორების/მენეჯერების საქმის სუპერვიზია, საპროექტო ანგარიშების ხარისხის შემოწმება დონორთან გაგაზავნამდე;
- პროექტის ანგარიშების მზადების დროს კოორდინატორებისთვის წერილობითი და ზეპირი კონსულტაციების გაწევა ხარისხის გაუმჯობესების და დოკუმენტების სრულყოფის მიზნით;
- პროექტების ბიუჯეტის და ხარჯვის კოორდინაცია/უზრუნველყოფა პროექტის მენეჯერებთან კოორდინაციით;
- უზრუნველყოს ყველა პროექტის და სტატისტიკის დროული შეგროვება კოორდინატორებისგან და სხვა თანამშრომლებისგან, ვინც პასუხისმგებელია სტატისტიკის შეგროვებაზე და თავიანთი პროექტების მონიტორინგზე;
- ორგანიზაციის სტრატეგიის მიხედვით განსაზღვრულ თემატიკაზე საპროექტო განაცხადების შემუშავება, ანგარიშების მომზადება;
- დონორებთან კოორდინაცია, მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრებში მონაწილეობა და ა.შ;
- კომპეტენციის ფარგლებში ტენდენციების ანალიზი და ანგარიშგება ორგანიზაციის გუნდთან;
- პროექტის კოორდინატორების/მენეჯერების სუპერვიზია და ქოუჩინგი.
- სხვა
დამატებითი მოვალეობების შესრულება ორგანიზაციის დირექტორის მოთხოვნის შემთევვაში;
სავალდებულო კომპეტენციები:
- ხედვა
- მართვა
- განსხვავებების პატივისცემა
- დაგეგმვა და ორგანიზება
- ეფექტური კომუნიკაცია
- სწავლება და განვითარება
სავალდებულო ცოდნა:
- პროექტების ბიუჯეტების მართვის და პროექტების/ანგარიშების მართვა/შედგენა; ასევე, პროექტების ბიუჯეტის შედგენა;
- პროექტის კოორდინატორების/მენეჯერების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ადამიანების ძირითადი უფლებები და თავისუფლებების ცოდნა;
- ადამიანების რესურსების და პროექტების მართვის პრინციპების და თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
- საოფისე პროგრამები;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე. წერილობითი, ზეპირი);
სავალდებულო უნარები:
- ტოლერანტულობა;
- თანმიმდევრულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რამოდენიმე საკითხზე ერთად მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტიანად განაწილებისა და მართვის უნარები;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
- მეგობრული სამუშაო გარემო;
- სამუშაოს მოქნილი გრაფიკი;
- 24 დღე ანაზღაურებადი შვებულება;
- პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანაგადახდა;
- ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.
განაცხადის შემოტანის პროცესი
აპლიკანტებმა
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: wisg@wisg.org და იმეილის სათაურში
გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.
- საკუთარი რეზიუმე (СV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- სამოტივაციო წერილი;
- ინფორმაცია ორი რეკომენდატორის
შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.
ორგანიზაცია
იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან ჩანიშნოს
დამატებითი გასაუბრება.
საბოლოოდ
შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი
პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და
აღნიშნულის გათვალისწინებით გაგრძელდება კონტრაქტი განსაზღვრული ვადით.
საბუთების
წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივნისი.
განაცხადები,
რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს, ან წარმოდგენილი იქნება
ვადის ამოწურვის შემდეგ არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს
საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ",
პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით
თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ორგანიზაციის მხრიდან
დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ
ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია
დამსაქმებელთან ინახება ერთი წლის ვადით.