search close
picture განცხადება

წინადადებების მიღება ანიმაციური ფილმის პროექტისთვის

18 ოქტომბერი 2021
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს წინადადებების მიღებას მოკლემეტრაჟიანი (3 წუთამდე) 2D ანიმაციური ფილმის დასამზადებლად.

ვის შეუძლია წინადადების წარმოდგენა?

კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომელთაც აქვთ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და/ან სოციალურ სარეკლამო ანიმაციურ ფილმებზე მუშაობის გამოცდილება.

შერჩეულმა ანიმატორმა უნდა:

** იმუშაოს დამკვეთის მიერ მიწოდებული ტექსტის და ესკიზების საფუძველზე.
** მოამზადოს პირველადი ანიმატიკი, ანუ კადრირება.
** მოამზადოს საბოლოო ანიმატიკი/პერსონაჟების დიზაინი დამკვეთის კომენტარების და შენიშვნების გათვალისწინებით.
** დამკვეთს წარუდგინოს ანიმირებული მასალა.
** დამკვეთს წარუდგინოს ანიმირებული მასალა ხმით და მიიღოს საბოლოო კომენტარები.
** ანიმაციის საბოლოო ვერსია ჩააბაროს დამკვეთს (full HD ფორმატი, 25fps, ფერადი, ხმით).

სხვა პირობები:

დამზადებული ანიმაციური ფილმი დარჩება WISG-ის საკუთრებაში და მას გამოიყენებს სხვადასხვა აუდიტორიასთან პრეზენტაციისთვის, სხვადასხვა მედიაარხების გამოყენებით.

წინადადების წარმოდგენისას ორგანიზაციამ/პირმა უნდა გამოგზავნოს:

** ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ (ინდივიდის შემთხვევაში მიიღება CV) სადაც ასევე აღნიშნული იქნება მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების შექმნის გამოცდილება;
** 3 წუთიანი 2D ანიმაციური ფილმის დასამზადებლად საჭირო ბიუჯეტი/ხარჯთაღრიცხვა.
** წინა ანიმაციური ნამუშევრების ნიმუშები (ბმულები).

წინადადებები მიიღება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: media@wisg.org

ელ-ფოსტის სათაურში (Subject ველი) უნდა მიუთითოთ "ანიმაციური ფილმი". წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ოქტომბერი.

შეფასების კრიტერიუმები:

** განმცხადებლების გამოცდილება ანიმაციური ფილმის მომზადებაში, ტექნიკური შესრულება და ესთეტიკური ხედვა.
** უპირატესობა მიენიჭება რელევანტური ბიუჯეტის წარმომდგენ ავტორებს.

WISG შეტყობინებას გაუგზავნის მხოლოდ იმ განმცხადებლებს, რომელთა ნამუშევრებით და გამოცდილებით დაინტერესდება.

კონკურსის მეორე ეტაპზე გაიმართება ინდივიდუალური გასაუბრება კანდიდატებთან, რის საფუძველზეც ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას ანიმატორთან თანამშრომლობის შესახებ.

WISG არ იღებს ვალდებულებას, გასცეს განმარტებები, თუ რა კრიტერიუმით არ მოიწონა განმცხადებელთა მიერ წარმოდგენილი წინა ნამუშევრები.

პროექტი ხორციელდება ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური დახმარებით.

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" არის ფემინისტური ქვიარ ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა ეფუძნება თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის პრინციპებს და აღიარებს ადამიანის უფლებებს უმაღლეს ღირებულებად. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია.

გისურვებთ წარმატებებს!