ფემინისტური ეთიკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ ვინ და როგორ ახდენს ქალთა გამოცდილების დოკუმენტირებას და რეპრეზენტაციას. ამ კონტექსტში, გამოცდილების პოლიტიკა არის წინააღმდეგობა, რომელიც, ქალთა ხმის წარმოჩენით, აზროვნების ჰეგემონიური ფორმების გადააზრებისა და მისგან გათავისუფლებისკენ არის მიმართული.
კინოს გადაღება, როგორც ფემინისტური წინააღმდეგობა - ფემინისტური ფილმების ფესტივალის “როზადან სიმონამდე” 2023 წლის გამოშვების მთავარი თემაა.
წლევანდელი კინოპროგრამა ფოკუსში აქცევს ქალი და არაბინარული რეჟისორების ნამუშევრებს, სადაც ავტორები საკუთარი და პროტაგონისტების გამოცდილების უნიკალურ რეპრეზენტაციას გვთავაზობენ.
ფესტივალის განმავლობაში, მონაწილე რეჟისორებთან და აუდიტორიასთან ერთად ვიმსჯელებთ ფილმის გადაღების, როგორც გამოცდილების დოკუმენტირების, ალტერნატიული მეხსიერების წარმოების, იდენტობის რეპრეზენტირების, დროსა და სივრცეში დაშორებულ ქალებს შორის დიალოგის შესახებ.
ეს შინაარსები განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი ხდება მოცემულ დომინანტურ წესრიგში, რომელიც პროგრესის, განვითარებისა და თავისუფლების სწორხაზოვან, აისტორიულ და ცარიელ მნიშვნელობებს გვთავაზობს.
წლევანდელ პროგრამას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი წარმოგიდგენთ კამპანიის ფარგლებში “გადაკვეთის წერტილები - რატომ გვჭირდება ინტერსექციული ფემინიზმი?”
საფესტივალო ჩვენებები 3, 4 და 5 მარტს, კინოთეატრ ამირანის მესამე დარბაზში გაიმართება. ჩვენებების დასაწყისია 17:00 საათი.
დასწრება თავისუფალია.
ფესტივალს წელს პირველად საკუთარი ვებსაიტი აქვს, მისამართზე femfilmfest.wisg.org, სადაც შეგიძლიათ პროგრამას დეტალურად გაეცნოთ.
პროგრამა 2023
პროგრამა 2023
3 მარტი
ფემინისტური ფილმების ფესტივალის "როზადან სიმონამდე" 2023 წლის პროგრამა დოკუმენტალისტ ლია ჯაყელის ფილმების ჩვენებით გაიხსნება და ქვიარ საკითხებზე რეჟისორის მუშაობის მრავალწლიან პერიოდს წარმოგვიდგენს.
"ვაჩნაძის ქუჩის" (2015) რეტროსპექტიული და "დადუ და ლანას" (2022) საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ლია ჯაყელს კინოს გადაღების, როგორც ფემინისტური წინააღმდეგობის პრაქტიკაზე, შემოქმედებით და აქტივისტურ გამოცდილებებსა და ხედვაზე ვესაუბრებით.
17:00-17:15
ფესტივალის გახსნა და მისალმება
17:15 - 17:55
ვაჩნაძის ქუჩა - ლია ჯაყელი (2015, 40’, საქართველო)
17:55 - 18:10
შესვენება
18:10 - 18:30 - საპრემიერო ჩვენება
დადუ და ლანა - ლია ჯაყელი (2022, 20’, საქართველო)
18:30 - 19:00
საუბარი დოკუმენტალისტ ლია ჯაყელთან
4 მარტი
“როცა მსოფლიო პირდაპირ ეთერში, ონლაინ ტრანსლირებულ სიკვდილს უყურებს”, კინოს გადაღება რეალობასთან კიდევ უფრო რადიკალურ მიმართებაში დგება.
4 მარტს პირველ სეანსად წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმების ავტორებ სვამენ კითხვებს იმაზე, თუ რისი გადაღება და ჩვენებაა საჭირო და შესაძლებელი ომის და დევნილობის გამოუთქმელ გამოცდილებაში, რომელ არქივში ვეძებთ და რომელ კადრებში ვძერწავთ იდენტობებს, რომელიც ხელიდან მუდმივად გვისხლტება
მეორე სეანსი აერთიანებს კინოწერილებს, რომელთა ავტორებს ადრესატებთან - გარდაცვლილ და დაუბადებელ, რეალურ და ფიქციურ თანამოსაუბრეებთან - ეპოქები და ნათესაობა, სახმელეთო საზღვრები და ციხის გისოსები აშორებს და აახლოვებს.
პირველი სესია
17:00-17:10
შესავალი სიტყვა
17:10 - 17:30
თხრა - ოკსანა კაზმინა (2022, 20’, უკრაინა)
17:30 - 17:40
ამინდის პროგნოზი - კამილა იანარი (2022, 9, უკრაინა)
17:40-18:00
შესვენება
18:00 - 18:10
ძიაპშიპად ყოფნის შესახებ - ანნა ძიაპშიპა (2018, 10’, საქართველო)
18:10-18:30
საუბარი ანნა ძიაპშიპასთან
18:30-19:00
შესვენება
მეორე სესია
19:00-19:15
გუმანით გრძნობა: ჭეშმარიტების ფრაგმენტები - კატაიუნ ჯალილიპური (2021, 12', ირანი)
19:15-19:30
ბეღურა თავისუფალია - ნიკი კოჰანდელი (2021, 14', ირანი)
19:30-19:55
დედას გარგრის კომპოტი - ნია ფეკრი (2020, 24', ირანი)
19:55-20:00
წერილი დაუბადებელ ბავშვს - სეფიდე ფარსი (1988/2015, 4', ირანი)
5 მარტი
ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები პროგრამიდან "ფილმები ირანიდან და ირანისთვის", შედგენილი ფემინისტური ონლაინ გამოცემა Another gaze-ის მიერ.
17:00 - 17:10
მინუეტი გაუჩინარებისთვის - მაამან რეზაე (2016, 6', ირანი)
17:10 - 17:15
და მათი თვალები არ გვიყურებდა - მაამან რეზაე (2022, 2', ირანი)
17:15 - 18:00
აბრეშუმის ოცნება - ნაჰიდ რეზაეი (2003, 43', ირანი)
18:00-18:30
შესვენება
18:30 - 19:55
ჰერათი - სეფიდე ფარსი (2007, 85', ირანი)