სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2023 წლის 31 ივლისს წერილობითი მოსაზრებები გაუგზავნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზანშეწონილია ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
თუმცა, ცხადია, აღნიშნული მოსაზრებები დარჩება მხოლოდ ფაკულტატური ბუნების მქონე დოკუმენტად თუკი სახელმწიფოს მხრიდან არ გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წლებისთვის) აღსრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯეროვანი ჩართულობისთვის.
ამასთან, გარდა დოკუმენტში ადამიანის უფლებათა საკითხებზე წარმოდგენილი მოსაზრებებისა, მიგვაჩნია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეასრულოს ევროკომისიის 12-ვე პირობა, მათ შორის, ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა დონეზე და უზრუნველყოს ინკლუზიური პროცესი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.