search close
picture განცხადება

ფემინისტური ფორუმი 2023

26 სექტემბერი 2023

2023 წლის 22-24 სექტემბერს "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" ორგანიზებით გაიმართა ფემინისტური ფორუმი ~ ცოდნის ველი და ნაპირები: ძალაუფლება, ეპისტემური უთანასწორობა და დეკოლონიური ფემინისტური პრაქტიკა როგორც წინააღმდეგობა. მადლობას ვუხდით თითოეულ მომხსენებელს, მოდერატორსა და დამსწრეს ამ შესანიშნავი და საინტერესო 3 დღისთვის.

ფემინისტური ფორუმი არის ინიციატივა უსაფრთხო სივრცის და ინტერდისციპლინური ქსელის შექმნისა, რომელიც სოციალურ თეორიასა და პრაქტიკაზე ფემინისტური რეფლექსიისთვის ერთმანეთთან დააკავშირებს მკვლევრებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, სათემო და სახელოვნებო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების წევრებს. ფემინისტური ფორუმის მიზანია ინტერსექციური და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების, კრიტიკული ანალიზისა და მსჯელობისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნის გზით.

ფემინისტური ფორუმი 2023 წელს ჩატარდა ქალთა ფონდთან და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით და RFSU-ს, Global Fund for Women-ის, UNDP-სა და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივა "LEAD"-ის ფარგლებში. 

ფემინსიტური ფორუმის 2023 წლის პროგრამა იხილეთ აქ 


ფემინისტური ფორუმი 2023 - ფოტო-გალერეა: 
Facebook Instagram 1 Instagram 2 Instagram 3 

ფემინისტური ფორუმი 2023 - ვორქშოფების ფოტოგალერეა:
Facebook Instagram

ზინ-ნამუშევრები ფემინისტური ფორუმის ფარგლებში ჩატარებული ვორქშოფიდან "ფემინისტური შრიფტი დიზაინში". მოდერატორი ანა მიქაძე. Faceboook Instagram

ფოტოგრაფები: ნატა სოფრომაძე, მარიამ ჯანაშია

სტატიების თარგმანები, რომლებიც ფემინისტური ფორუმის 2023 წლის კრებულში შევიდა:

ქვიარ ეკოფემინიზმისკენ | გრეტა გაარდი

პერიფერიის, როგორც რადიკალური გახსნილობის სივრცის, არჩევა | ბელ ჰუქსი

პოსტსოციალისტური პოეტიკა | ინტერვიუ Krёlex zentr-თან