search close
picture განცხადება

WISG ვაკანსია | კომუნიკაციების მენეჯერი (მოკლევადიანი კონტრაქტი)

12 დეკემბერი 2023

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე კომუნიკაციების მენეჯერი (მოკლევადიანი კონტრაქტი)


ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) წარმოადგენს ქალთა საკითხებზე მომუშავე ფემინისტურ ორგანიზაციას, რომლის პირველად სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები, ასევე, სხვა მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

 

თანამდებობის დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი

 

სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი, მოკლევადიანი კონტრაქტი. 5 თვე (თებერვალი-ივნისი 2024)

სამუშაო ფორმატი - ჰიბრიდული (დისტანციური/ფიზიკური)

 

სამუშაოს ზოგადი აღწერა: კომუნიკაციის მიმართულების სტრატეგიული მართვის ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობა; ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმის განხორციელების პროცესში მონაწილეობა; ხილვადობასთან დაკავშირებული ტენდენციების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება; ორგანიზაციის საინფორმაციო არხების - wisg.org, lesbi.ge, femfilmfest.wisg.org, narratives.wisg.org - მართვა განვითარების სტრატეგიის მიხედვით; ორგანიზაციის სხვა სტრატეგიულ მიმართულებებთან აქტიური თანამშრომლობა და მნიშვნელოვანი მიღწევებისა თუ სიახლეების შესახებ მასალების მომზადება ორგანიზაციის საკომუნიკაციო არხებისთვის; ორგანიზაციის კამპანიების, ღონისძიებებისა და ხილვადობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების კონტენტის დაგეგმვა, განხორციელება (გუნდთან ერთად); მჭიდრო თანამშრომლობა პროექტების მენეჯერებთან და მათთვის რელევანტური სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომუნიკაციის მიმართულების სტრატეგიული მართვის ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმის განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის ხილვადობის გაზრდასთან დაკავშირებული ამოცანებისა და მიდგომების/სტრატეგიების განსაზღვრა;
  • ხილვადობასთან დაკავშირებული ტენდენციების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება;
  • ორგანიზაციის საინფორმაციო არხების - wisg.org, lesbi.ge, femfilmfest.wisg.org, narratives.wisg.org - მართვა განვითარების სტრატეგიის მიხედვით;
  • ორგანიზაციის სხვა სტრატეგიულ მიმართულებებთან აქტიური თანამშრომლობა და მნიშვნელოვანი მიღწევებისა თუ სიახლეების შესახებ მასალების მომზადება ორგანიზაციის საკომუნიკაციო არხებისთვის;
  • ორგანიზაციის კამპანიების, მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და ხილვადობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების კონტენტის დაგეგმვა, განხორციელება (გუნდთან ერთად);
  • მჭიდრო თანამშრომლობა პროექტების მენეჯერებთან და მათთვის რელევანტური სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება.


სავალდებულო კომპეტენციები:

  • განსხვავებების პატივისცემა
  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • პროფესიონალიზმი
  • გუნდური მუშაობა
  • ინოვაცია
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაცია

 

სავალდებულო ცოდნა:

  • გენდერის საკითხების საბაზისო ცოდნა;
  • ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების პრინციპების  ცოდნა;
  • კომუნიკაციის მენეჯმენტი არასამთავრობო, მედია, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ორგანიზაციის/ჯგუფისთვის (მინიმუმ 3  წელი);
  • კომუნიკაციის პროექტების (მათ შორის: სტრატეგიული კომუნიკაცია, კამპანია) დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება (მინიმუმ 3  წელი);
  • ვებსაიტისა და სოციალური მედიისთვის ტექსტის წერა (მინიმუმ 3  წელი);
  • სხვადასხვა სირთულის ტექსტის (ნიუსი, სტატია, კვლევა) რედაქტირება;
  • ვებ-ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა;
  • ვებ-საიტის და სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
  • სოციალური მედიის მართვის სპეციფიკის ცოდნა;
  • ფოტო/ვიდეო რედაქტირების გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამები;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე. წერილობითი, ზეპირი);

 

სავალდებულო უნარები:

  • ტოლერანტულობა;
  • თანმიმდევრულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • რამდენიმე საკითხზე ერთად მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტიანად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სამუშაოს მოქნილი გრაფიკს;
  • პროფესიული ზრდის ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანაგადახდას;
  • კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას.

განაცხადის შემოტანის პროცესი

აპლიკანტებმა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: wisg@wisg.org და იმეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი.

 

  • რეზიუმე (СV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.

 

შერჩევის ეტაპები:


პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების შერჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით;

მეორე ეტაპზე - შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, ან ჩანიშნოს დამატებითი გასაუბრება.

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან, ორგანიზაცია გააფორმებს 5 თვიან ხელშეკრულებას.

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან ჩანიშნოს დამატებითი გასაუბრება.

 

 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 დეკემბერი.

 

განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს, ან წარმოდგენილი იქნება ვადის ამოწურვის შემდეგ არ განიხილება.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ერთი წლის ვადით.