"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" WISG შეისწავლის ტრანს* ადამიანების საჭიროებებს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
ჩვენ ვსწავლობთ მრავალ ინდივიდუალურ შემთხვევას და ვაწვდით ბენეფიციარებს შესაბამის სერვისებს საჭიროების მიხედვით. შესწავლილი შემთხვევების ანალიზმა ცხადყო, რომ პრობლემები, რომლებსაც ტრანს* ადამიანები აწყდებიან, სისტემურია და წარმოადგენს მთლიანად თემის გამოწვევას.
ამდენად, საჭიროდ ვთვლით, რომ შევაგროვოთ ინფორმაცია, განვახორციელოთ შესაბამისი რეაგირება ჩვენი რესურსების შესაბამისად და ხელი შევუწყოთ მდგომარეობის გაუმჯობესებას სტრატეგიული სამართალწარმოების და ადვოკატირების გზით.
გთხოვთ, ქვემოთ მოცემული ფორმა შეავსოთ გამოგონილი სახელითა და გვარით. კითხვარის შესავსებად დაგჭირდებათ დაახლოებით 15 წუთი.
ტრანს* ადამიანების ჯანდაცვის საჭიროებები