search close
picture ღონისძიება

ფემინისტური ფილმების ფესტივალი 2024 - "როზადან სიმონამდე"

3 აპრილი 2024

გიზიარებთ 2024 წლის ფემინისტური ფილმების ფესტივალის შემაჯამებელ ვიდეოს. "როზადან სიმონამდე" 8/9/10 მარტს მუტანტ რადიოში გაიმართა. 

საზოგადოებაში გაბატონებული სისტემები, ნორმები, ღირებულებები და აქტორები, ხშირად რიყავენ განსხვავებულს და ძალადობენ უცხო სხეულზე წესრიგის, ნორმალურობის, საკუთარი ინტერესების, კანონზომიერების და “ადამიანობის” დაცვის სახელით. ამ მოცემულობასთან გასამკლავებლად, გადასარჩენად და არსებობის შესანარჩუნებლად ჩვენი ვამპირებად, მაქციებად, კიბორგებად ტრანსფორმაციაც ხან თავზარდამცემია და შემაშფოთებელი, ხანაც უბრალოდ სევდიანი. მშთანთქმელი სისტემის საპასუხოდ ჩვენ წარმოვიდგენთ დავიწროებული ყოფიერების მიღმა დარჩენილ ქალღმერთებს, ალებს, ქაჯებს და მოვუხმობთ მათ. ფესტივალში კრისტალიზებული ფემინისტი და ქვიარ რეჟისორების მზერა ამხელს სისტემის ბრუტალურობას, სწორხაზოვნებასა, საშიშროებას და პირისპირ გვტოვებს ჩვენში ჩაბეტონებულ შიშთან და ზიზღთან. დაგვაფიქრებს — რატომ და ვისი გვეშინია? ვინ გვძულს და ვინ გვძაგს? ვისზე და რატომ ვძალადობთ? ანიმაციით, ბოდი ჰორორით, გლითერქორით, ციფრული ინსტალაციით, ფოტოგრაფიით, ავტო-ფიქციით და მიუზიკლით გაშუალედებისას უტრირებული ფიქციები ამ კითხვებიდან იბადებიან. წლევანდელი ფესტივალის ეკრანზე გაშუქებული ფილმები და ანიმაციები ააშკარავებენ საზოგადოებაში დამალულ შიშებს, რეპრესირებულ  სურვილებსა და ბრაზს. გადაადნობენ მათ, რომ სამყაროში ერთმანეთთან და საკუთარ თავთან კავშირის მრავალგვარობა და, სხვა მომავალი წარმოვიდგინოთ.


დიდ მადლობას ვუხდით მოსულ სტუმრებს, დისკუსიაში მონაწილეებს, არტისტებს, DOCA-ს, Mutant Radio-ს და ტექნიკური მხარდაჭერისთვის Rentout-ს.